logo_geo
eng_logo
მაკრონის განცხადებით, მინსკის შეთანხმებები ერთადერთი გზაა, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებისა და მდგრადი მშვიდობის მიღწევის საშუალებას იძლევა
- +

8 თებერვალი. 2022. 19:18

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ მინსკის შეთანხმებები ერთადერთი გზაა, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებისა და მდგრადი მშვიდობის მიღწევის საშუალებას იძლევა.

 

ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი და გერმანია განაგრძობენ შუამავლების როლის შესრულებას ნორმანდიულ ფორმატში.

 

„ეს საკითხები პრეზიდენტ პუტინთან განვიხილე და მან დაადასტურა მისი განზრახვა, განაგრძოს მინსკის შეთანხმებების შესრულება. დღეს ასევე მოვისმინე, რომ თქვენც მზად ხართ, ეს შეთანხმებები შეასრულოთ. ვფიქრობ, დღეის მდგომარეობით, ეს ერთადერთი გზაა, რომელიც მდგრადი მშვიდობისკენ სვლის საშუალებას იძლევა“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 

ემანუელ მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი და საფრანგეთი მხარს უჭერენ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

 

„2014 წლიდან უკრაინელები თავიანთ სამშობლოს იცავენ. მინდა ვთქვა: არ არის საჭირო პროვოკაციებზე წასვლა, რომელიც მიზნად დესტაბილიზაციას ისახავს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner