ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხოსე მანუელ ალბარესი კიევში ჩავა, რათა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადოს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
„არავინ ემზადება ომისთვის... კიევში ჩემი ვიზიტის მიზანია, შეხვდე ჩემს უკრაინელ კოლეგას და დავრწმუნდე, რომ დიალოგი და დიპლომატია ნებისმიერი უთანხმოების გადაჭრის საშუალებას წარმოადგენს. ჩვენი ყველა ძალისხმევა მიმართულია ამ უთანხმოების მშვიდობიან მოგვარებაზე, მე ომს ჰიპოთეზის დონეზეც არ განვიხილავ“, - აცხადებს ალბარესი.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას 9 თებერვალს შეხვდება, შემდეგ კი დაგეგმილი აქვს შეხვედრა ლიონში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან.