logo_geo
eng_logo
ანალიტიკოსი პიტერ ზალმაევი: ჩემი წყაროები იხრებიან ვერსიისკენ, რომ ადეიშვილი მისი საქართველოში მოღვაწეობისას ჩადენილი ქმედებების ერთ-ერთმა მსხვერპლმა იცნო და ამგვარად გაუსწორდა მას
- +

8 თებერვალი. 2022. 20:29

 

 

ანალიტიკოსი პიტერ ზალმაევი ​კიევში ზურაბ ადეიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას აფასებს. ის მიიჩნევს, რომ მომხდარი ადეიშვილის საქართველოში მოღვაწეობას უკავშირდება, რადგან უკრაინაში მას არავინ იცნობს.

 

„თავდასხმა შესაძლოა უკავშირდებოდეს ადეიშვილის პოლიტიკურ წარსულს საქართველოში. არსებობს ხულიგნობის ვერსიაც, მაგრამ ჩემი გათვითცნობიერებული წყაროები უკრაინაში ქართულ დიასპორაში და კიევის პოლიციიდან იხრებიან იმ ვერსიისკენ, რომ ადეიშვილი მისი საქართველოში მოღვაწეობისას ჩადენილი ქმედებების ერთ-ერთმა მსხვერპლმა იცნო და ამგვარად გაუსწორდა მას, რადგან ძნელად წარმოსადგენია ის ვინმეს აინტერესებდეს უკრაინაში. მას აქ არავინ იცნობს და არც მედიაში გამოჩენილა“, - აღნიშნავს პიტერ ზალმაევი.

 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს კიევში თავს დაესხნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner