logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე გიგი უგულავაზე: უგულავა პრეისტორიულ, უსარგებლო არტეფაქტს წარმოადგენს, რომელიც შუასაუკუნეების, პრიმიტიული აზროვნებით გამოირჩევა
- +

8 თებერვალი. 2022. 20:55

 

 

„დღეს უგულავამ, მორიგი დრომოჭმული განცხადება გააკეთა, რომელიც ოპოზიციური პარტიების დედა პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთის ქვეშ გაერთიანებას გულისხმობს, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ ნებისმიერ მისთვის მიუღებელ პარტიას თავში წამოარტყამს და დატუქსავს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიგი უგულავას განცხადებას ოპოზიციური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით.

 

ჩიხელიძე გიგი უგულავას ინიციატივას მკვდრადშობილს უწოდებს, რომელიც მისი თქმით, ვერ განხორციელდება:

 

„განცხადების შეფასებამდე ზოგადად გიგიზე ვიტყვი, უგულავა პრეისტორიულ, უსარგებლო არტეფაქტს წარმოადგენს, რომელიც შუასაუკუნეების, პრიმიტიული აზროვნებით გამოირჩევა. სამწუხაროდ უგულავა ტიპურ მედროვეს წარმოადგენს, რომლის მსგავსი უამრავი იყო საქართველოს ისტორიაში, ალბათ ყველას გვახსოვს მისი სიტყვები, როდესაც სააკაშვილი ჯართში გადასაგდებ მანქანას შეადარა, დღეს კი სააკაშვილის ციხეში ყოფნა დიდი ტკივილი ყოფილა. საინტერესოა როდის გვატყუებდა ადრე თუ ახლა? რაც შეეხება უშუალოდ დიდ ოპოზიციურ ერთობას, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ უნდა მოექცნენ. აღშიშნული ე.წ. მკვდარშობილი ინიციატივაა, რომელსაც განხორციელება არ უწერია. საქართველოში არაერთხელ ვნახეთ მსგავსი ხელოვნური გაერთიანებები, რომელიც კრახით დასრულდა, მათ შორის შალიკოს ფანჩატურის გაერთიანება. აშკარაა, ოპოზიცია ადამიანური და ინტელექტუალური რესურსის ნაკლებობას განიცდის“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner