logo_geo
eng_logo
იტალიაში ქუჩაში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება
- +

8 თებერვალი. 2022. 22:16

 

 

იტალიაში ქუჩაში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ერთ ადგილას ბევრი ადამიანი იკრიბება. Corriere della Sera-ს ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრისმ რობერტო სპერანცას შესაბამისი ბრძანება 11 თებერვლიდან ამოქმედდება.

 

„ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა, თუმცა 31 მარტამდე პირბადის ტარება აუცილებელია დახურულ სივრცეებში“, - აღნიშნულია განკარგულებაში.

 

31 მარტს ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის რეჟიმის ვადა იწურება. იტალიური მედიის ცნობით, მარტიდან შესაძლოა სტადიონების 100%-ით შევსება გახდეს ნებადართული.

 

ხელისუფლების განცხადებით, ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლების ფონზე ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუმჯობესებულია.a

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner