logo_geo
eng_logo
ტრამპი: გერმანია რუსეთის მძევალია - თავის დროს ანგელა მერკელს თეთრი დროშა ხუმრობით მივეცი და ვუთხარი, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობას რუსეთის წინაშე კაპიტულაცია მოჰყვებოდა
- +

8 თებერვალი. 2022. 22:17

 

 

გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის გამო, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გერმანიას რუსეთის მძევალი უწოდა.

 

„მე ნამდვილად ვცდილობდი ანგელა მერკელი დამერწმუნებინა, არ დაემტკიცებინა გაზსადენის შესახებ შეთანხმება, რადგან განვაცხადე, რომ გერმანია მძევალი გახდებოდა. ეს არის ის, რაც არის - გერმანია რუსეთის მძევალია. თავის დროს ანგელა მერკელს თეთრი დროშა ხუმრობით მივეცი და ვუთხარი: რუსეთს დაუყოვნებლივ ჩაბარდებით, როდესაც ეს გარიგება დასრულდება“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა Fox Business-თან ინტერვიუში.

 

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ გერმანია ნატოს დაშლის.

 

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაჩერებული იყო. ის მკვდარი იყო. მე ეს გავაკეთე. შემდეგ მოვიდა ბაიდენი და გააცოცხლა ის. ეს შოკისმომგვრელი იყო. მე ეს პროექტი გაჩერებული მქონდა“, - აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner