logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: „ნაცმოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარე უკვე ფორმალობას წარმოადგენს
- +

8 თებერვალი. 2022. 22:57

 

 

„მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს კონკრეტული დღის წესრიგი. ვხედავთ, თავის მომხრეებში და იმ პარტიაში, რომლის ბელადადაც ის ითვლება, ის ახორციელებს ამ დღის წესრიგს და ვხედავთ იმას, რომ პარტიის თავმჯდომარე იქ უკვე ფორმალობას წარმოადგენს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მასთან დაკავშირებულ ძალებთან, მათ შორის გიორგი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობას „ქართული ოცნება“ არ აპირებს.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობა ოპოზიციის კონსტრუქციული და ჯანსაღი ჩართულობით რომ ხორციელდებოდეს. თუმცა ისეთ რადიკალურ ფრთასთან, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი შენაერთები, რა თქმა უნდა, კოალიცია იქნება წარმოუდგენელი. გახარიასთან როგორ შეიძლება რაიმე კოალიციაზე ან თანამშრომლობაზე საუბარი, როდესაც ჩვენ არაერთი მტკიცებულება წარმოვადგინეთ იმის თაობაზე, რომ ეს ადამიანი თავის გუნდთან ერთად პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამდა წყალს. მათ აქვთ რამდენიმე საკრებულოში შესაძლებლობა, რომ ვისთანაც კოალიციაში შევლენ, მასთან ერთად შექმნან ერთგვარი ალიანსი და ჩვენ ვხედავთ პირდაპირ კავშირს, რომელიც აქამდეც არსებობდა. ეს ორი პარტია ერთ თამაშს თამაშობს და ისინი საკუთარ ინტერესებზე არიან ორიენტირებული. ასეთ ძალებთან რაიმე კოალიციაზე საუბარი ძალიან რთული იქნება. ჩვენ ვხედავთ, რომ სადაც მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, ისინი შეეკრნენ „ნაციონალურ მოძრაობას" და ადგილობრივ თვითმმართველობაში, საკრებულოს კონტექსტში უმრავლესობა მათ გადაწყვიტეს „ნაციონალების“ სასარგებლოდ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner