logo_geo
eng_logo
ნიკა მელია: გია ბარამიძე მოვა პარტიის თავმჯდომარედ და მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება? ანუ მხარდაჭერა გაიზრდება, თუ რა შეიცვლება?
- +

8 თებერვალი. 2022. 23:53

 

 

„თუ პარტიისთვის მე ახლა ცუდი მინდა, ლეგიტიმური საფუძველი მაქვს. მსოფლიოში ვერავინ ვერ მომედავება, ახლა რომ გამოვედი თქვენს ეთერში და მეთქვა 300 ადამიანი ხართ, რომლებიც უკმაყოფილო ყოფილხართ და მე თქვენ ძალიან დიდი პატივს გცემთ და მოდით რა, რიგით პარტიის წევრად დავრჩები“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.

 

როგორც მელია განმარტავს, თუ გია ბარამიძე გახდება პარტიის თავმჯდომარე, ამით სააკაშვილი ციხიდან არ გათავისუფლდება და არც პარტიის მიმართ გაიზრდება მხარდაჭერა.

 

როგორც მელია აცხადებს, ის რომ გადადგეს თავმჯდომარეობიდან, პირველ რიგში ღალატი იქნება სწორედ ეს.

 

„თუ რამე იქნება ღალატი, ეს იქნება, ეს ერთი და მერე რა? გია ბარამიძე მოვა პარტიის თავმჯდომარედ და მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება? ანუ მხარდაჭერა გაიზრდება, თუ რა შეიცვლება? ხომ გესმით. პირველ რიგში მე ვარ დაინტერესებული, მე რომ ვხედავდე ალტერნატიულ ქმედით წინადადებას, ან ვისმენდე, ღმერთი-რჯული მხოლოდ გამიხარდება. არ გამიგია უბრალოდ, არც მსმენია, გარდა იმისა, რომ მელიამ რატომ დაშალა აქცია 14 ოქტომბერს. ეს ერთადერთი კი ბატონო, ხვალ რომ 50 ათასი კაცი შეიკრიბოს, დავუშვათ, რას ვაკეთებთ?“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner