საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანი არა უკრაინა, არამედ ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურაა.
„რუსეთს უსაფრთხოების სფეროში შეშფოთებები აქვს. მათ ამ თემაზე საუბარი სურთ. უკრაინაზე ზეწოლას ახდენენ. თუმცა, მიზანი უკრაინის დაპყრობა არ არის. რუსეთი უკრაინაზე ზეწოლას ახდენს, რათა ევროპაში უსაფრთხოების სისტემის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. ეს ის საკითხებია, რაც მათთვის მნიშვნელოვანია: ნატოს გაფართოება და უსაფრთხოების სფეროში მათი შეშფოთებები. ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ და ვისაუბროთ ამაზე“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.