logo_geo
eng_logo
793 წლიდან მოქმედი ბრიტანული პაბი პანდემიის გამო დაიხურა
- +

9 თებერვალი. 2022. 01:19

 

 

დიდ ბრიტანეთში, ჰარტფორდშირის საგრაფოში მდებარე, ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი პაბი Ye Olde Fighting Cocks პანდემიის გამო დაიხურა.

 

დაწესებულება 793 წელს გაიხსნა და გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა, თუმცა 2022 წლის თებერვალში მისმა მმართველმა, კრისტო ტოფალიმ განაცხადა, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით გამოწვეულმა ფინანსურმა ზარალმა პაბის ფუნქციონირება შეაჩერა.

 

ტოფალის თქმით, მან პაბის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა, თუმცა დაწესებულებამ, რომელმაც ომები, შავი ჭირის ეპიდემია და ეკონომიკური კრიზისები გადაიტანა, კორონავირუსის პანდემიის დროს ისეთი ზარალი განიცადა, რომ მისმა მფლობელმა ფინანსური ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო.

 

„უკანასკნელი ორი წელი ინდუსტრიისთვის უპრეცედენტო იყო და გვაიძულა უკან დაგვეხია ყველას, ვინც ყველაფერს ვაკეთებდით მის გადასარჩენად“, - აცხადებს კრისტო ტოფალი.

 

თუმცა ტოფალი ამბობს, რომ პაბი შესაძლოა ახალი მმართველის ხელში გაიხსნას. კერძოდ, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანია Mitchells and Butlers-თან, რომელიც დიდ ბრიტანეთში 1784 პაბს, ბარსა და რესტორანს ფლობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner