logo_geo
eng_logo
რა არის მოწვევა და მასპინძლის საგარანტიო წერილი, რომელიც საბერძნეთში გასამგზავრებლად და საზღვარზე წარსადგენად საჭიროა
- +

9 თებერვალი. 2022. 01:55

 

 

ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის პროგრამების კოორდინატორი ავთანდილ გიუნაშვილი სოციალურ ქსელში საბერძნეთის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად საჭირო მოწვევისა და მასპინძლის საგარანტიო წერილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

 

„რა არის მოწვევა და მასპინძლის საგარანტიო წერილი, რომელიც საჭიროა საბერძნეთის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად და საზღვარზე წარსადგენად:

 

თუ პირი ნათესავების,მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მიემგზავრება საბერძნეთში, მან უნდა იქონიოს მიწვევის წერილი, რომელიც მიმწვევი პირის საცხოვრებელი მისამართის მიხედვით ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის მიერ უნდა იყოს დამოწმებული, როგორც საპასუხისმგებლო განცხადება (მოწვევა), სადაც მითითებული იქნება პერიოდი, რომლის დროსაც, მიმწვევი საკუთარ თავზე იღებს მიწვეულის საცხოვრებლით და საკვებით უზრუნველყოფას და, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო დახმარების ხარჯების ანაზღაურებას.

 

რაც შეეხება თავად მიწვევის ცნობას, ის ბერძნულ ან ინგლისურ ენაზე უნდა იყოს შევსებული და სასურველია, გრამატიკული შეცდომების გარეშე“, - წერს ავთანდილ გიუნაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner