logo_geo
eng_logo
ევროპული კომისია ევროკავშირის დაფინანსებიდან თანხებს დაუკავებს პოლონეთს, რათა ამ ქვეყნის გადაუხდელი ჯარიმები დაიფაროს
- +

9 თებერვალი. 2022. 01:56

 

 

ევროპულმა კომისიამ პოლონეთს აცნობა, რომ ევროკავშირის რეგულარული დაფინანსებიდან დაუკავებს ფულად სახსრებს, რათა დაიფაროს პოლონეთისთვის ევროსასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმები, რომელიც ამ ქვეყანამ არ გადაიხადა, - ამის შესახებ როიტერი წერს.

 

როგორც მედია აღნიშნავს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპული კომისია უჩერებს დახმარების გაცემას წევრ სახელმწიფოს, რადგანაც ის არ ემორჩილება ევროკავშირის უმაღლესი სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას.

 

შარშან, სექტემბერში სასამართლოს გადაწყვეტილებით პოლონეთს ყოველდღიურად 500 ათასი ევროს ჯარიმის გადახდა დაეკისრა, რადგანაც ქვეყანამ არ შეაჩერა ქვანახშირის მოპოვების სამუშაოები ჩეხეთისა და გერმანიის საზღვარზე, „ტუროვის“ კარიერზე. მომჩივანი მხარე – ჩეხეთი აცხადებდა, რომ ეს სამუშაოები ზიანს აყენებდა ეკოლოგიას, რომლის სარჩელიც დაკმაყოფილდა.

 

პოლონეთმა სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე უარი თქვა და მისი ვალი მილიონობით ევროს შეადგენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner