logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი: მინსკის შეთანხმების შესრულება აუცილებელია, ასევე, აუცილებელია, ინოვაციური მიდგომებით დაიწყოს დიალოგი ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების გარანტიებზე
- +

9 თებერვალი. 2022. 02:50

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროკავშირი და საფრანგეთი მხარს უჭერენ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

 

„უკრაინამ აირჩია დემოკრატიის, რეფორმების გზა და უნდა მისდიოს ამ გზას, რადგან ეს უკრაინელი ხალხის არჩევანია“, – განაცხადა მაკრონმა უკრაინაში, პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

მისივე თქმით, მინსკის შეთანხმების შესრულება აუცილებელია.

 

„საფრანგეთი გერმანიასთან ერთად ჩართულია მედიაციის პროცესში, ნორმანდიული ოთხეულის ფორმატში და ამჟამად მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ შეასრულოს მინსკის ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებები.

 

მინსკის შეთანხმების სრულად შესრულება აუცილებელია. ასევე, აუცილებელია, ახალი ფართო და ინოვაციური მიდგომებით დაიწყოს დიალოგი ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების გარანტიებზე“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner