logo_geo
eng_logo
მარია ვან კერხოვე: ჩვენ ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია პანდემია
- +

9 თებერვალი. 2022. 10:06

 

„ჩვენ ჯერ კიდევ პანდემიის შუაში ვიმყოფებით. ბევრ ქვეყანაში „ომიკრონის“ გავრცელების პიკს ჯერ არ გადაუვლია. კორონავირუსი კვლავ საშიშ ვირუსად რჩება“, - ასე ეხმაურება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსზე რეაგირების ტექნიკური  ხელმძღვანელი მარია ვან კერხოვე მიმდინარე სიტუაციას მსოფლიოში.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის აღმოჩენის შემდეგ მსოფლიოში დაინფიცირების 130 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსს ნახევარი მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამასთან  მარია ვან კერხოვე აღნიშნავს, რომ კორონავირუსით გარდაცვალებული ადამიანების რაოდენობა, რომელთა შესახებ ინფორმაცია არ დაზუსტებულა, ბევრად მეტია სტატისტიკაში მოყვანილ  ციფრებთან შედარებით.

 

„იმისთვის, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ, საჭიროა რომ კვლავ ფრთხილად ვიყოთ. სადაც ცხოვრობთ, მიიღეთ ზომები რათა ინფიცირების რისკი შეამციროთ, გაიკეთეთ პირბადე, დაიცავით ფიზიკური დისტანცია და თავი აარიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. ეს სიტუაცია სამუდამოდ არ გაგრძელდება და პანდემია დასრულდება, მაგრამ,  რამდენად სწრაფად დავაღწევთ მას თავს, ეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული“,  - აცხადებს ვან კერხოვე.

 

განცხადებაში, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს, ხაზგასმულია ფაქტი, რომ მიუხედავად „ომიკრონის“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობისა, არ შეიძლება რომ ეს შტამი არასერიოზულად ჩავთვალოთ. მიუხედავად იმისა, რომ „დელტასგან“ განსხვავებით , „ომიკრონის“ შემთხვევაში ბევრად ნაკლებია ჰოსპიტალიზების შემთხვევები ,  სხვა დაავადებების განვითარებისა და სიკვდილიანობის შემთხვევები, ამ შტამის დროსაც ფიქსირდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner