ბორჯომის ეროვნული პარკი, პრაქტიკულად განადგურებულია. ამის შესახებ 2030.news-ს ბორჯომის გამგებელმა, დიმიტრი ყიფიანმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ეროვნულ პარკში დამტვრეულია ხეები, ჩამსხვრეულია ლამპიონები, განადგურებულია პრაქტიკულად მთელი ინფრასტრუქტურა.
როგორც დიმიტრი ყიფიანი აცხადებს, უფრო დეტალური ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა ბორჯომის ეროვნულ პარკში, უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.
"მთავარია, დამსვენბლების ევაკუაცია ბორჯომის ეროვნული პარკიდან დროულად და უვნებლად განხორციელდა", - აღნიშნა დიმიტრი ყიფიანმა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს სოფლებამდე, ასევე წაღვერის მიმართულებით გზების გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია ტექნიკა და ყველა შესაბამისი სამსახური.
სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარი ჯავახიშვილი და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე.