„კიდევ ერთი თვისება, რომელიც კორონავირუსს სხვა ვირუსებისგან გამოარჩევს, ეს არის ე.წ. ხანგრძლივი კოვიდი,“ - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„შეიძლება კორონავირუსი მსუბუქად, საერთოდ უსიმპტომოდ გადაიტანოთ, მაგრამ შეიძლება შემდეგ გამოჩნდეს ისეთი გართულებები, რომელიც საკმაოდ დიდხანს გრძელდება და მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ჩვენი სიცოცხლის ხარისხზე. ეს შეიძლება იყოს ხველა, ძლიერი სისუსტე, ადვილად დაღლილობის შეგრძნება, ტემპერატურა, ძილის დარღვევა, დეპრესია, მეხსიერების პრობლემები, თმის ცვენა, სახსრების ტკივილი და ა.შ.“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.