logo_geo
eng_logo
საქალაქო სასამართლოში თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო
- +

9 თებერვალი. 2022. 11:49

 

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დაიწყო. სხდომას პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტიც ესწრება. დღეს დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. როგორც ადვოკატმა სასამართლოს შენობაში შესვლამდე განაცხადა, დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე მოწმის სახით გამოიძახეს.

 

„ეს საქმე არის პოლიტიკური დევნის და შერჩევითი მართლმსაჯულების მკაფიო ნიმუში. ხარჯები რაზეც მიხეილ სააკაშვილს და თემურ ჯანაშიას ასამართლებენ გაიწეოდა ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს, როცა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ხელმძღვანელობდა ანზორ ჩუბინიძე. ჩვენ ის გამოვიძახეთ მოწმედ. მას უწყება ჩაბარდა და იმედი გვაქვს, რომ ის დღეს სასამართლო პროცესზე გამოცხადდება“, - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

 

პროცესის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამაც.

 

„ამ ინსტიტუტს მე საერთოდ პატივს ვცემ, მაგრამ იმ შემადგენლობით, დღეს რომ არის, არანაირი ნდობა ჩემგან არ აქვთ. ამიტომ მე ამ პროცესებზე დავდივარ ჩემი შვილის სანახავად. რაც შეეხება ამ საქმეებს, ჩემთვის ყველაფერი ერთია - ერთი დიდი უსამართლობა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner