logo_geo
eng_logo
პროკურორი სააკაშვილს: რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო გიგი უგულავას გახდომა, რაც ქვეყანას 114 ათასი ლარი დაუჯდა?!
- +

9 თებერვალი. 2022. 12:34

 

„რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო გიგი უგულავას გახდომა, რაც ქვეყანას 114 ათასი ლარი დაუჯდა?! სოფო ნიჟარაძის სასტუმროს მომსახურება, რაც სახელმწიფოს 5500 ლარი დაუჯდა?! ამაზე ისაუბრეთ“, - ამის შესახებ პროკურორმა, გიორგი მუჯირმა სასამართლოს სხდომაზე, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაწეულ ხარჯებზე საუბრისას განაცხადა.

 

აღნიშნულის საპასუხოდ, პროკურორს სიტყვით მიმართა მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა უფლებადამცველმა, ბექა ბასილაიამ.

 

„ეს რეაქცია რას ნიშნავს?! ეს პროპაგანდა რას ნიშნავს?! სახე არ დაკარგოთ, რა განცხადებებს აკეთებთ?! სირცხვილია, ამ ყველაფერზე პასუხი გაცემულია!“ - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

 

ინფორმაციისთვის, სასამართლო პროცესი, სადაც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე უნდა განიხილონ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს შენიშვნა მისცა და განუმარტა, თუკი მას სხდომის მშვიდ ვითარებაში ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემდა, დარბაზს დაატოვებინებდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner