ბორჯომის პარკი, პრაქტიკულად განადგურებულია. ამის შესახებ 2030.news-ს ბორჯომის გამგებელმა, დიმიტრი ყიფიანმა განუცხადა.
სტიქიის შედეგად ეროვნულ პარკში დამტვრეულია ხეები, ჩამსხვრეულია ლამპიონები, განადგურებულია პრაქტიკულად მთელი ინფრასტრუქტურა.
როგორც დიმიტრი ყიფიანი აცხადებს, უფრო დეტალური ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა ბორჯომის ეროვნულ პარკში, უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.
"მთავარია, დამსვენბლების ევაკუაცია ბორჯომის ეროვნული პარკიდან დროულად და უვნებლად განხორციელდა", - აღნიშნა დიმიტრი ყიფიანმა.
სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარი ჯავახიშვილი და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე.