logo_geo
eng_logo
პაპი ფრანცისკე: არ დაგვავიწყდეს - ომი სიგიჟეა!
- +

9 თებერვალი. 2022. 16:42

 

რომის პაპი უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, უკრაინაში ომი სიგიჟე იქნება და იმედოვნებს, რომ დაძაბულობა ამ ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივი მოლაპარაკებების შედეგად გადალახული იქნება. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

 

პაპმა ფრანცისკემ თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც 26 იანვარს მონაწილეობა მიიღო უკრაინის მშვიდობისთვის ლოცვის საერთაშორისო დღეს.

 

„გავაგრძელოთ უფლის მიმართ მშვიდობის ვედრება, რათა დაძაბულობა და ომის საფრთხე დაიძლიოს სერიოზული მოლაპარაკებების გზით და „ნორმანდიული მოლაპარაკებების“ ფორმატმა წვლილი შეიტანოს მიზნის მიღწევაში. რაც მთავარია, არ დაგვავიწყდეს - ომი სიგიჟეა“, - განაცხადა რომის პაპმა.

 

უკრაინელების უმეტესობა მიჰყვება მართლმადიდებლურ ქრისტიანობას, მაგრამ ქვეყანაში ასევე არის კათოლიკური ეკლესია, რომელიც ატარებს აღმოსავლურ რიტუალს. ამიტომ, უკრაინის აღმოსავლური რიტუალის კათოლიკეების ლიდერმა მოიწვია ფრანცისკე, რაც არის დიდი ჟესტი, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობის დამყარებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner