„თუ აქამდე ოპოზიცია ერთ ფანჩატურში ეტეოდა, ახლა ერთი ქოლგის ქვეშაც შეუძლიათ დაეტიონ, იმდენად დეგრადირება განიცადა ოპოზიციის ამ ნაწილმა,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ნიშანი იმ ღრმა კრიზისისა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სხვა პარტიებს აქვთ.
„დამსახურებული იმ მიდგომების, უპასუხისმგებლობის და უპრინციპობის ირგვლივ გაერთიანების გამო, რასაც ისინი კადრულობდნენ და ფუთავდნენ, რომ თითქოს ერთობა იყო და ამ დროს მხოლოდ და მხოლოდ ლტოლვა, რომ ძალაუფლება გადაენაწილებინათ და არა პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობის განაწილების უნარი მათ არც ადრე ჰქონდათ და არც ახლა. საბოლოოდ, ალბათ ნემსის ყუნწის ქვეშ გაერთიანებაზე იქნებიან ალბათ თანახმა და კიდევ უფრო დაპატარავდებიან“, - განაცხადა რატი იონათამიშვილი.