logo_geo
eng_logo
ინგლისში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული მოქალაქეებისთვის თვითიზოლაციის ვალდებულების გაუქმება იგეგმება
- +

9 თებერვალი. 2022. 19:22

 

ინგლისში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული მოქალაქეებისთვის თვითიზოლაციის სამართლებრივი ვალდებულების გაუქმება იგეგმება.

 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მთავრობა მიმდინარე თვის ბოლოდან მიიღებს.

 

ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელი 21 თებერვლის შემდეგ გეგმავს, წარადგინოს ახალი სამთავრობო სტრატეგია, რომელიც კორონავირუსთან ერთად ცხოვრებას ითვალისწინებს.

 

„მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ, დავასრულოთ ბოლო შიდა შეზღუდვები, მათ შორის თვითიზოლაციის კანონიერი მოთხოვნა, თუ თქვენი ტესტი დადებითია“, – აღნიშნა ჯონსონმა.

 

ბორის ჯონსონმა ინგლისში თითქმის ყველა შეზღუდვა დაასრულა ჯერ კიდევ ივლისში, ხოლო გასულ თვეს გააუქმა „გეგმა ბე“ ზომები, რომლებიც დროებით იყო დაწესებული კოროვირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების შესამცირებლად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner