logo_geo
eng_logo
პროკურატურამ მარნეულში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
- +

9 თებერვალი. 2022. 19:41

 

„საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვან ა.მ.-ს ბრალდება წარუდგინა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 8 თებერვალს, მარნეულში, ძაღლის კბენის გამო წარმოშობილი კონფლიქტის დროს ა.მ.-მ, შურისძიების მოტივით და განზრახ მოკვლის მიზნით ა.ი.-ს დანით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ა.ი. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა ა.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით რუსთავის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner