logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: სააკაშვილმა პუტინის მისია შეასრულა და 20% ჩვენს მტრებს ჩააბარა
- +

9 თებერვალი. 2022. 20:25

 

„ეტყობა მართლა ცუდად არის ეს ადამიანი, როგორ შეიძლება პატიმარმა სააკაშვილმა ახსენოს ოსეთის და აფხაზეთის თემა, როგორ შეიძლება ეს თემა იყოს მისთვის მომგებიანი? სააკაშვილმა პუტინის მისია შეასრულა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

 

„20 პროცენტი ჩვენს მტრებს ჩააბარა, ხოლო კოდორის ხეობას დაარქვა ზემო აფხაზეთი და სროლის გარეშე გადააბარა, როგორ ყოფნის უტიფრობა ამ ადამიანს ამ თემაზე ილაპარაკოს“, - აღნიშნა ზარქუამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner