„აქ არის ჯგუფი, რომელიც მოწყურებულია ძალაუფლებას, ძველი სახეები, რომლებიც ათსჯერ არიან ნანახი საქმეში მოსახლეობის მხრიდან“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„მათ არ აქვთ დასაყრდენი საზოგადოებაში და ჰგონიათ, რომ თუ მელიას გადააბრალებენ, ყველაფერი მოგვარდება. სინამდვილეში, პრობლემა მათშია. როცა სააკაშვილი არის ისევ ბელადი, როგორ შეიძლება ამ პარტიას ჰქონდეს მომავალი“, - განაცხადა ზარქუამ.