logo_geo
eng_logo
თეთრი სახლი: აშშ უკრაინიდან ამერიკის მოქალაქეების მასობრივ ევაკუაციას არ გეგმავს
- +

9 თებერვალი. 2022. 22:18

 

თეთრი სახლი აცხადებს, რომ აშშ უკრაინიდან ამერიკის მოქალაქეების მასობრივ ევაკუაციას არ გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Hill ავრცელებს.

 

„ჩვენ მუდმივად ვაფასებთ უსაფრთხოების განვითარებად ვითარებას და უამრავ გაუთვალისწინებელ სიტუაციებს განვიხილავთ, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ, თუმცა მკაფიოდ უნდა განვაცხადო, რომ უკრაინიდან ამერიკელი მოქალაქეების მასობრივ ევაკუაციას არ ვგეგმავთ“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა.

 

სახელმწიფო დეპარტამენტი ამჟამად ამერიკის მოქალაქეებს ურჩევს, არ გაემგზავრონ უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებებისა და COVID-19-ის მაღალი დონის გამო. გასული თვის ბოლოს სახელმწიფო დეპარტამენტმა კიევში აშშ-ის საელჩოს პერსონალის ოჯახებს ქვეყნის დატოვება უბრძანა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner