logo_geo
eng_logo
დემურ გიორხელიძე: ერთსქესიანთა ქორწინების პროპაგანდისტები ცეცხლს ეთამაშებიან
- +

15 თებერვალი. 2016. 10:29


ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგია. როგორც გიორხელიძე „რეპორტიორთან" საუბარში აცხადებს, ამ იდეის პროპაგანდისტები „ცეცხლს ეთამაშებიან".

 

„ამ იდეის პროპაგანდისტები, რომლებსაც მხარდამჭერები გარედან ჰყავდათ, ცეცხლს ეთამაშებიან, მათ წარმოდგენა არ აქვთ ქართულ კულტურასა და მენტალიტეტზე. მართლაც რომ სერიოზული მცდელობები გატარდეს საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისა, ამას მოჰყვება ახალგაზრდების ძალიან აგრესიული გამოსვლები. ეს არ არის ის თემა, რომელიც შეიძლება საქართველოში პოლიტიკის დონეზე აიყვანო.

 

საქართველოში ეს თემა ახალი არ არის. ჩვენმა წინაპარმა შესანიშნავად მოუძებნა ამ თემას ადგილი და არ გახადა იგი დისკუსიის საგანი. გაიხსენეთ კინტოები, ყარაჩოღელები. ამიტომ, დღეს ყველას შეუძლია იცხოვროს ისე როგორც უნდა, არავინ არავის დასდევს. მაგრამ, ჩვენი ცხოვრებით უნდა ვიცხოვროთ ჩვენს სახლებში. გარეთ კი, პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ ერთმანეთს და ჩვენი ორიენტაცია ცხვირში არავის უნდა ვატენოთ. ამიტომ, დასავლეთში ამაზე ორიენტირებულ ადამიანებს ვეუბნები, რომ ისინი ცეცხლს ეთამაშებიან და თუკი ასე გაგრძელდება, ისინი დასავლეთის სახელს საქართველოში უდიდეს დარტყმას მიაყენებენ. დღეს არანაირი შანსი არ არსებობს, რომ მსგავსი რამ საქართველოში გაიტანონ", - განაცხადა გიორხელიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner