logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: რუსეთისგან გაზის მიღების საკითხი მოიხსნა!
- +

7 მარტი. 2016. 18:42


ექსპერტი მამუკა არეშიძე „პრაიმტაიმთან" საუბარში აფასებს, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის „სოკართან" და „გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებები გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მთავარი არის ის, რომ საქართველოს რეზერვი გაუჩნდა.



„მთავარი არის ის, რომ საქართველოს რეზერვი გაუჩნდა იმისა, რომ მომხმარებლების გაზრდის პირობებში...  ასეთი რამ ხდება. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში 150 ათასით გაიზარდა გაზის მომხმარებელი. იმ პირობებში, როცა ზამთარში გაზმომარაგების დეფიციტი ჩნდება, აზერბაიჯანის მხარე პასუხისმგებლობას იღებს, რომ საქართველოს მიაწვდის ნახევარ მილიარდ კუბურმეტრ გაზს, რომ ეს დეფიციტი დაიფაროს, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთისგან გაზის მიღების საკითხი მოიხსნა. აქ არის მეორე საკითხიც, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გაზის ფასებიც მცირდება, განსაკუთრებით სოციალური გაზის ფასი და თუ ეს ასე იქნება, ეს ამ მოლაპარაკებების დამატებითი ბონუსია", - ამბობს არეშიძე", - ამბობს მამუკა არეშიძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner