logo_geo
eng_logo
დმიტრო კულება: რუსეთი უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზირებას შეიარაღებული ძალების გამოყენების გარეშე შეეცდება
- +

9 თებერვალი. 2022. 22:20

 

„რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზირებას შეიარაღებული ძალების გამოყენების გარეშე შეეცდება“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

 

„ახლა რუსეთის საბაზისო სცენარი ასეთია: უკრაინის დესტაბილიზირების მიზნით სიტუაციის გამწვავება. მათთვის ეს იდეალურია - უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზირება შეიარაღებული ძალების არა გამოყენებით, არამედ მათი გამოყენების მუქარით“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

დმიტრო კულებას თქმით, რუსეთს შეუძლია მზაკვრულ სცენარებს მიმართოს.

 

„ეს შეიძლება იყოს კიბერთავდასხმები, დეზინფორმაციის კამპანიის საშუალებით საზოგადოების შერყევა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმას, რაც მთავარია: საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება. არ უნდა ავყვეთ ემოციურ პროვოკაციებს, რომელშიც უკრაინის ჩათრევას შეეცდებიან“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner