logo_geo
eng_logo
მსოფლიოში ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებლების შემცირების მიუხედავად, ჯანმოს დირექტორი ხალხს მოუწოდებს, ახსოვდეთ, რომ კორონავირუსი ჯერ არ დასრულებულა
- +

9 თებერვალი. 2022. 23:10

 

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებლების შემცირების მიუხედავად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი ხალხს მოუწოდებს, ახსოვდეთ, რომ კორონავირუსი ჯერ არ დასრულებულა.

 

„იმისდა მიხედვით, თუ სად ცხოვრობთ, შეიძლება იფიქროთ, რომ პანდემია თითქმის დასრულდა, ან შეიძლება იფიქროთ, რომ ის ყველაზე ცუდ ეტაპზეა. თუმცა, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, კორონავირუსი ჯერ არ დასრულებულა“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

 

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, დაავადებას საზღვრები არ აქვს, ხოლო ინფექციის სწრაფმა ზრდამ, რომელიც „ომიკრონის“ ვარიანტმა გამოიწვია, აჩვენა, რომ უსაფრთხოების გრძნობა თვალის დახამხამებაში შეიძლება შეიცვალოს.

 

„ჩვენ ვიცით, რომ ეს ვირუსი განვითარებას განაგრძობს, მაგრამ ჩვენ არ ვართ დაუცველები. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები ამ დაავადების პრევენციის, ტესტირებისა და მკურნალობისთვის. როდესაც ადამიანებს აქვთ წვდომა ამ ინსტრუმენტებზე, ეს ვირუსი კონტროლის ქვეშ შეიძლება იყოს“, - განაცხადა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner