logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი ალიანსის სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ლიდერების მიწვევის იდეას მხარს უჭერს
- +

9 თებერვალი. 2022. 23:11

 

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ალიანსის სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ლიდერების მიწვევის იდეას მხარს უჭერს.

 

„დიახ, მივიჩნევ, რომ ეს კარგი მოედანია პარტნიორებთან შეხვედრისთვის, თუმცა ვფიქრობ, ფორმატი უნდა განვსაზღვროთ. მოუთმენლად ველოდები სამიტს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ესპანურ გაზეთ La Vanguardia-სთან ინტერვიუში.

 

7 თებერვალს, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატოს სამიტის ფარგლებში ალიანსმა უკრაინასა და საქართველოსთან შეხვედრები უნდა გამართოს.

 

„რაც შეეხება ნატოს მომავალ სამიტს, გენერალურ მდივანს ვუთხარი, რომ ნატო-უკრაინა და ნატო-საქართველო ფორმულით შეხვედრები უნდა გავმართოთ. ეს შეხვედრები სახელმწიფოს მეთაურების დონეზე უნდა გაიმართოს, რათა სოლიდარობა დავუფიქსიროთ ამ ქვეყნებს, რომ მათ მარტო არ ვტოვებთ. ეს ქვეყნები ყოველთვის იყვნენ ნატოს ლოიალური მოკავშირეები“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

 

ნატოს მორიგი სამიტი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 29-30 ივნისს გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner