logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: რადიკალური და კარდინალური ცვლილებები მოხდა სოფლის მეურნეობაში - დიდი ნაწილი სწორედ ლევან დავითაშვილის მინისტრობის პერიოდში განორციელდა
- +

9 თებერვალი. 2022. 23:52

 

„ლევან დავითაშვილი ჩვენი გუნდის ძალიან ერთგული და დიდი ხნის წევრია, ჯერ მინისტრის მოადგილის რანგში, მერე უკვე 5 წელია უკვე მინისტრია - მართლა რადიკალური და კარდინალური ცვლილებები მოხდა სოფლის მეურნეობაში, დიდი ნაწილი სწორედ მისი მინისტრობის პერიოდში განორციელდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოს სოფლის მეურნეობის ექსპორტი ნახევარი მილიარდი დოლარი იყო. „1 124 000 000-მდე გაიზარდა. ამაში დიდი წვლილი მოდის სწორედ იმ პოლიტიკაზე, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს. გაიზარდა არა მხოლოდ პროდუქციის მოცულობა, არამედ ხარისხიც და კონკურენტუნარიანობაც. ის, რაც განადგურდა საბჭოთა კავშირის შემდეგ, პირველად დაიწყო აღორძინება სწორედ სოფლის მეურნეობამ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner