logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: თვითონ სააკაშვილის მომხრეები ამბობენ, რომ მისი ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა
- +

9 თებერვალი. 2022. 23:53

 

„თვითონ სააკაშვილის მომხრეები ამბობენ, რომ მისი ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ისეთი ადამიანები შედიან სააკაშვილთან, მისი თანაგუნდელები და საათობით ელაპარაკებიან მას, რომ ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება სააკაშვილის წამებად ჩაითვალოს და ზოგ შემთხვევაში იმათ წამებად, ვინც მასთან შედის.

 

„გამოდის ხატია დეკანოიძე და ამბობს, რომ სააკაშვილს ჩავარდნები აქვს მეხსიერებაში. ამბობდნენ, რომ დასხივებით აწამებენ მას და შემდეგ მთლიანად გაქრა ეს თემა, ფარმაკოლოგიური წამებაზე საუბრობდნენ და ესეც გაქრა. თაკო ჩარკვიანმა საერთოდ სასწაულები ილაპარაკა 2 თვის წინ მის ჯანმრთელობაზე. როგორც ჩანს, ფსიქიკური პრობლემები აქვს და ძნელია, ამაში არ დავეთანხმოთ მის თანაგუნდელებს, როდესაც ამ კაცის ვუყურებთ ტელევიზიით. მის თანაგუნდელებს უფრო ხშირი შეხვედრა აქვთ. როდესაც საუბარია წამებაზე, შეიძლება ითქვას, ისეთი ადამიანები შედიან სააკაშვილთან, მისი თანაგუნდელები და საათობით ელაპარაკებიან მას, რომ ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება სააკაშვილის წამებად ჩაითვალოს და ზოგ შემთხვევაში იმათ წამებად, ვინც მასთან შედის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner