logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: კეზერაშვილს ნამდვილად ბევრი ფული აქვს, ქვეყნიდან მოპარული ფული, ის არის ნული და ტვირთი ნებისმიერი პარტიისთვის, ვისთანაც მისი სახელი გაჟღერდება
- +

9 თებერვალი. 2022. 23:55

 

„კეზერაშვილს ნამდვილად ბევრი ფული აქვს, ქვეყნიდან მოპარული ფული, მაგრამ ათჯერ მეტიც რომ ჰქონდეს და მთლიანად რომ დახარჯოს პოლიტიკურ მოღვაწეობაზე, ფული არაა საკმარისი პოლიტიკის საწარმოებლად“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, დღეს ოპოზიციურ პოლიტიკურ ველს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ანასხლეტები ავსებენ ერთი-ორი გამონაკლისის გარდა.

 

„კეზერაშვილს ნამდვილად ბევრი ფული აქვს, ქვეყნიდან მოპარული ფული, მაგრამ ათჯერ მეტიც რომ ჰქონდეს და მთლიანად რომ დახარჯოს პოლიტიკურ მოღვაწეობაზე, ფული არაა საკმარისი პოლიტიკის საწარმოებლად. თუ არ გაქვს ნდობა, იდეა, თუ არ გყავს მიმდევრები, არ გაქვს რაღაც ცეცხლი, ვინ უნდა მისცეს ხმა ასეთ პარტიას? ასეთი კეზერაშვილი არ არის, არის ნული და ტვირთი ნებისმიერი პარტიისთვის, ვისთანაც მისი სახელი გაჟღერდება. ასეთი ლიდერი არ ჩანს არც „ნაციონალურ მოძრაობაში“ და არც მისგან გამოყოფილ რომელიმე ძალაში. სამწუხაროდ, ასეთი გამოყოფილი ძალები ბევრი გვყავს. დღეს ოპოზიციურ პოლიტიკურ ველს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ანასხლეტები ავსებენ ერთი-ორი გამონაკლისის გარდა. ამიტომ ვამბობ, ამათი ყველასი ერთად გაქრობა, დასუსტება, იქნება კარგი, რადგან გაჩნდება ველი ჯანსაღი პოლიტიკური ძალებისთვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner