logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს
- +

10 თებერვალი. 2022. 00:56

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

 

„ლიდერებმა პრეზიდენტ მაკრონის რუსეთსა და უკრაინაში ვიზიტი განიხილეს. მათ ასევე ისაუბრეს მიმდინარე დიპლომატიურ და შეკავების ძალისხმევაზე, რომელიც ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner