logo_geo
eng_logo
ოლაფ შოლცი: მოსკოვმა უკვე გაიგო, რომ დასავლეთი ერთიანია გადაწყვეტილებაში, დააწესოს მკაცრი სანქციები, თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება
- +

10 თებერვალი. 2022. 02:28

 

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, მოსკოვმა უკვე გაიგო, რომ დასავლეთი ერთიანია საკუთარ  გადაწყვეტილებაში, დააწესოს მკაცრი სანქციები, თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.

 

კანცლერის თქმით, ვითარება ჯერ კვლავ დაძაბულია.

 

„ნაადრევია იმის თქმა, რომ პრობლემა მოგვარებულია. პრობლემები ძალიან სერიოზულია და გარკვეული დრო ასეც დარჩება. ასე რომ, ეს ჩვენს ყურადღებას საჭიროებს. ვთანხმდებით, რომ ვიმოქმედებთ ერთობლივად საჭირო სანქციებთან მიმართებაში“, – აღნიშნავს შოლცი და აცხადებს, რომ სანქციები იმპლემენტაციისთვის უკვე მზადაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner