„ალბათ, 10-14 დღეში ეპიდსიტუაცია უნდა გაუმჯობესდეს, მაგრამ ეს 10-14 დღე არ არის მცირე დრო“, - ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „ქრონიკას“ განუცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ შევასრულოთ რეკომენდაციები და უფრო აქტიურად ჩატარდეს ვაქცინაცია, რათა არ გადაიტვირთოს პირველადი ჯანდაცვის რგოლი და შემდეგ ჰოსპიტლები. არის მოლოდინი, რომ შეიქმნება იმუნური ფენა და თუ ახალი შტამი არ გამოჩნდა, რისი დიდი იმედიც გვაქვს, „ომიკრონი“ აღმოჩნდეს პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს.“, - განაცხადა გოგინავამ.