მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მიერ ანზორ ჩუბინიძის დაბარებას ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„როცა სასამართლო პროცესზე ერთ მხარეს დგას ისეთი სუფთა და ღირსეული კაცი, როგორიც ანზორ ჩუბინიძეა, ხოლო მეორე მხარეს - ისეთი სიბინძურე და უღირსობა, როგორიც სააკაშვილია მთელი თავისი პოლიტიკური საძუკნეთით, ყველაფერი ისედაც ნათელია და სასამართლოს განაჩენი საჭირო აღარც არის“, - წერს ჯაბა ხუბუა.