logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: საქართველომ უნდა აწარმოოს ტაქტიკურად მრავალმხრივი დიპლომატია, რისი დასტურიცაა ლონდონში პარლამენტის თავმჯდომარის მეთაურობით დელეგაციის ვიზიტი
- +

10 თებერვალი. 2022. 13:02

 

 

„უდავოა, ქართული დიპლომატია ბოლო ათწლეულის მანძილზე მოქმედებს პრაგმატული გათვლებით და შესაძლებლობათა მაქსიმუმით!,“ - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, რომელიც შალვა პაპუაშვილის ლონდონში ვიზიტს ეხმიანება.

 

„არაერთხელ დავწერე და ახლაც ვამბობ, საქართველომ უნდა აწარმოოს ტაქტიკურად მრავალმხრივი დიპლომატია! რისი დასტურიცაა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარის მეთაურობით დიპლომატიის მექაში ლონდონში! უდავოა ქართული დიპლომატია ბოლო ათწლეულის მანძილზე მოქმედებს პრაგმატული გათვლებით და შესაძლებლობათა მაქსიმუმით! იკითხავთ: რა შედეგებია? შედეგები შემდეგში მდგომარეობს: 30 წლის განმავლობაში პირველად ამ ცხრა წლის მანძილზე, სწორედ ამ პოლიტიკური დიპლომატიის მეშვეობით, საქართველო არ ყოფილა ომში ჩათრეული!

 

საქართველომ დასავლეთთან გააფორმა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ასოცირების ხელშეკრულება!

 

დამთავრდა არამკითხე უცხოელი დამრიგებლებისათვის ყველაფერზე უსიტყვოდ თავის ქნევის პოლიტიკა! სწორედ ასეთი პოლიტიკის გამო აირჩია ქართველმა ხალხმა, მესამე ვადით პარტია „ქართული ოცნება“! უდიდესი ალბათობით თუ ასე გაგრძელდა და დარწმუნებული ვარ ასე იქნება, 2024 წელსაც გარანტირებულია ხელისუფლებაში ისევ ამ ძალის მოსვლა! ვისაც გეწყინათ რეალობის და პროგნოზირების ასეთი ასპექტი, ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი რაოდენობითაა წყაროს ცივი წყალი და შეუძლია განუსაზღვრელი რაოდენობით მიირთვას!“ - წერს გვენეტაძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner