logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ეს ჩინური გახარია, „აპრავებს“ 16 ადამიანით საკრებულოს სხდომის ჩატარებას მაშინ, როდესაც კვორუმს 17 ხმა სჭირდება
- +

10 თებერვალი. 2022. 13:56

 

 

„ჩვეული უტიფარი ტყუილებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ამიტომ ზედმეტი ლაილაი რომ არ გამოვიდეს, მარტივ კითხვას უპასუხოს - 33-წევრიან საკრებულოში უმრავლესობა რამდენია? ან უფრო გავუმარტივებ შეკითხვას - 16 უფრო მეტია თუ 17?“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ წევრის კახა ქემოკლიძის facebook-სტატუს, სადაც ქემოკლიძე ცდილობს ახსნას, თუ როგორ ჩაატარეს 33-წევრიან სენაკის საკრებულოში 16 წევრით საკრებულოს სხდომა.

 

„ეს ჩინური გახარია (ჯერ გახარია რა არის და მერე მისი ჩინური ვერსია), მოღალატეთა პარტიის მთავარი კლოუნი „აპრავებს“ 16 ადამიანით საკრებულოს სხდომის ჩატარებას მაშინ, როდესაც კვორუმს 17 ხმა სჭირდება და „პოლიტიკური წიაღსვლებით“, ჩვეული უტიფარი ტყუილებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ამიტომ ზედმეტი ლაილაი რომ არ გამოვიდეს, მარტივ კითხვას უპასუხოს - 33-წევრიან საკრებულოში უმრავლესობა რამდენია? ან უფრო გავუმარტივებ შეკითხვას - 16 უფრო მეტია თუ 17? სარკეში ჩაიხედეთ, რას დაგამსგავსათ ღალატის ფორმულამ!“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner