logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაცმოძრაობის“ კოალიცია მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორი უპრინციპო შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკოსი
- +

10 თებერვალი. 2022. 14:06

 

 

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება სენაკის საკრებულოში მომხდარ ფაქტს, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გახარიას პარტიამ 33-დეპუტატიან საკრებულოში სხდომის გახსნა და ჩატარება 16 დეპუტატით მოინდომეს.

 

„პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორი უპრინციპო შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკოსი. სიტყვებიდან - „მე თქვენ დაგასრულებთ!“ ქმედებამდე - „მოდი, პოლიტიკურად გადაგეხვევი!“ გიორგი გახარია დგას და თავმოჭრილი პოლიტიკოსის მწარე ღიმილით იღიმის. ახლახან ერთობლივი პოლიტიკური ფორმულით დაამტკიცეს, რომ 33-ის უმრავლესობა არის 16 და არა 17. მოკლედ, „მტერ-მოყვარეთა“ კოალიცია ჩხოროწყუში, წალენჯიხაში, რუსთავსა და სენაკში პოლიტიკურ დუღილს აჰყვა და როდის გადმოვა და რომელს დაწვავს კაცმა არ იცის“, - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner