logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონი: გაერთიანებული სამეფოს ერთგულება ევროპის უსაფრთხოებისადმი უპირობო და უცვლელია
- +

10 თებერვალი. 2022. 16:17

 

 

„მჯერა, შევინარჩუნებთ მტკიცე ძალაუფლებას ალიანსის საწყის ფუნდამენტურ პრინციპებზე და გავაერთიანებთ ძლიერი შეკავების პოლიტიკას მომთმენ დიპლომატიასთან ერთად“, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბრგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ნებისმიერი ქვეყანა თავისუფალი უნდა იყოს, აირჩიოს, რომელ ალიანსში სურს გაწევრინება.

 

„როდესაც NATO დაარსდა 75 წელზე მეტი ხნის წინ, მისმა წევრებმა აიღეს ვალდებულება კოლექტიური უსაფრთხოებისთვის. რაც წინა ისტორიაში იყო და როდესაც ბერლინის მოძრაობა დაეცა, ევროპის ხალხმა მკაფიოდ აჩვენა, რომ მათ სურდათ, თავისუფლება და უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ, NATO დათანხმდა, რომ ნებისმიერი ქვეყანა თავისუფალი უნდა იყოს უსაფრთხოების ალიანსების აღქმაში. ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ იმ დროში დაბრუნებას, როცა ერების ბედს წყვეტდა რამდენიმე უფლებამოსილი დიდი ძალა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს მხოლოდ რუსეთის განსჯას არ ეხება, თავად NATO მხოლოდ რუსეთს არ ეხება, რა თქმა უნდა, არა. ეს ეხება ალიანსის დამფუძნებელი პრინციპების დაცვას, რომელმაც მსოფლიოს სტაბილურობა და მშვიდობა მოუტანა, ეს უნდა იყოს ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევის საფუძველი“, – განაცხადა ჯონსონმა.

 

ბორის ჯონსონის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს ერთგულება ევროპის უსაფრთხოებისადმი უპირობო და უცვლელია.

 

„ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი თავდაცვის ბიუჯეტი ევროპაში და რიგით მეორე ბიუჯეტი NATO-ში. ჩვენ უფრო მეტი ჯარით ვმონაწილეობთ, ვიდრე ნებისმიერი სხვა მოკავშირე NATO-ს გაძლიერებულ ყოფნაში. ვეთანხმები გენერალურ მდივანს, მხარდაჭერის პაკეტში ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერების კუთხით, ჯარების, გემების და თვითმფრინავების გაგზავნით NATO-ს დასაცავად ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე. ამ კვირის დასაწყისში მე შევხვდი ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს. მალე მივემგზავრები პოლონეთში. ესენი არიან ქვეყნები, რომელთა ხმა და შეხედულება უნდა იყოს ყველა დისკუსიის ცენტრში. მჯერა, შევინარჩუნებთ სიმტკიცეს ფუნდამენტურ პრინციპებზე და გავაერთიანებთ ძლიერი შეკავების პოლიტიკას მომთმენ დიპლომატიასთან ერთად. მაშინ ჩვენ შეგვიძლია, ვიპოვოთ გზა ამ კრიზისიდან, მაგრამ ამჟამად ფსონები ძალიან მაღალია და ეს ძალიან სახიფათო მომენტია ყველა ერისთვის, დიდისთვის თუ პატარასთვის“, – განაცხადა ჯონსონმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner