კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა" არაადექვატურია, რადგან მათ მთავარ მოწინააღმდეგედ „ქართული ოცნება" მიაჩნიათ, რეალობა კი სულ სხვაა.
„ეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ გადაღებაც კი გადავდე და მოვედი თქვენთან. „ქართული ოცნება" არის პოლიტიკური ორგანიზაცია, „ნაციონალური მოძრაობის" ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, რომ რატომრაც მიიჩნევს, რომ მისი მოწინააღმდეგე არის „ქართული ოცნება". მისი მოწინააღმდეგე კი არის ქართული საზოგადოება და ხალხი.
რასაც ისინი აკეთებენ, ისინი აკეთებენ ჩვენს წინააღმდეგ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ! ისინი ძირს უთხრიან ჩვენს მომავალს, ჩვენს მშვიდობას და ეს ყოველ დღიურად ვლინდება."- განაცხადა ხაინდრავამ გადაცემაში „მაესტროს ფაქტორი."