logo_geo
eng_logo
ივანე ჩხაიძე: იზოლაციის ვადების შემცირება „ომიკრონმა“ მოიტანა, რომელიც შედარებით ნაკლები ხანგრძლივობითა და ნაკლები გადადების პერიოდით ხასიათდება
- +

10 თებერვალი. 2022. 18:31

 

 

„იზოლაციის ვადების შემცირება მოიტანა კორონავირუსის ახალმა შტამმა, „ომიკრონმა“, რომელიც შედარებით ნაკლები ხანგრძლივობითა და ნაკლები გადადების პერიოდით ხასიათდება, განსხვავებით „დელტასგან“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„როდესაც ქვეყანაში 8-დღიანი იზოლაციის პერიოდი გვაქვს, ეს სწორია მაშინ, თუ დომინანტურია „დელტა“, მაგრამ „ომიკრონთან“ იზოლაციის ვადები უნდა გადაიხედოს. ასე მოიქცა აშშ, ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა. ყველგან ერთი და იგივე ციფრია - 5 დღე. რამდენი ხანი ითვლება პაციენტი გადამდებად - „ომიკრონის“ შემთხვევაში ეს არის ინფიცირებამდე 2 დღით ადრე და ინფიცირებიდან 4-5 დღის განმავლობაში. აქედან გამომდინარე მიიღო ყველა ქვეყანამ იზოლაციის დღეების შემცირება.

 

ამის უკან ასევე დგას მეორე ფაქტორი - ხანგრძლივი იზოლაცია ნეგატიურად აისახება სტრატეგიული მნიშვნელობის პროფესიებზე. როდესაც ჩვენ ვუყურებთ, რომ ექიმი,. რომელსაც კორონავირუსის ნიშნები არ აღენიშნება და ის სხვებისთვის გადამდები არ არის, მაგრამ იძულებულია, 8 დღე იყოს სახლში, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ხელოვნურად ვქმნით სამედიცინო კადრების დეფიციტს. იმ ჯგუფებისთვის, რომელთა მუშაობა და საქმიანობა ქვეყნისათვის არის აუცილებელი მათთვის იზოლაციის პერიოდი განისაზღვრა 5 დღე“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

COVID-19-ით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner