logo_geo
eng_logo
ეუთოს თავმჯდომარე: პოლიტიკური ნებაა საჭირო უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების დასასრულებლად
- +

10 თებერვალი. 2022. 19:20

 

 

ეუთოს თავმჯდომარემ და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ ყველა მხარეს მოუწოდა, პოლიტიკური ნება გამოიჩინონ უკრაინასა და რუსეთს შორის დაპირისპირების დასასრულებლად.

„ჩვენ სერიოზულად შეშფოთებულნი ვართ უკრაინაში და მის გარშემო არსებული ვითარებით. ეუთოში ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, თუმცა ამას პოლიტიკური ნება და ყველა მხარის ჩართულობა დასჭირდება, რათა ვალდებულებები შეასრულონ და კრიზისი სამუდამოდ დასრულდეს“, - აღნიშნა ზბიგნევ რაუმ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ რუსეთი ეუთოს დამკვირვებლების მუშაობის დაბლოკვასა და სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მუშაობის საბოტაჟში დაადანაშაულა.

„რთული სიტუაციის გადაწყვეტა შეუძლებელია რთული გადაწყვეტილებების მიღების გარეშე და, შესაბამისად, შეუძლებელია ეუთო ამ პროცესში მუდმივად პასიურად ნეიტრალური იყოს“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner