logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: სწორედ ამ მიზეზით ვერ შევძელი წასვლა...
- +

5 აგვისტო. 2016. 02:54



საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მისი ბავშვობის შესახებ მოგვითხრობს.


ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მან სამშობლო ვერ დატოვა. ამის ახსნას კი მეცენატი ფილმში ცდილობს.


 

„ამის ახსნა ძალიან ძნელია. ბოლომდე არ შემიძლია ავხსნა და ჩამოვაყალიბო, მაგრამ ამის ახსნა ერეთადერთი არის ის, რომ სამშობლო, სადაც გაიზარდე, დაიბადე, სადაც შენი მეგობრები, მშობლები არიან, სადაც შენნაირი ხალხი ცხოვრობს... სწორედ ამ მიზეზით ვერ შევძელი წასვლა...

 

რასაც დღეს ვაცნობიერებ, რომ მე ვიყავი ღარიბ ოჯახში, ჩემი სოფელი იყო ძალიან ღარიბი, ამის წარმოდგენა მე არ მქონდა ბავშვობაში. როდესაც ფეხი ავიდგი, უმეტესი დრო ფეხშიშველი დავრბოდი და სულაც არ მქონდა იმის განცდა, რომ მე ვიყავი ღარიბი, ძალიან თავისუფლად ვიზრდებოდი და მიყვარდა ჩემი ბავშვობა."- აცხადებს ივანიშვილი.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner