თეა წულუკიანი სენაკის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის პარტიების ურთიერთობა ტრაგიკული სანახაობაა.
„როდესაც ჩვენ გვახსოვს თუ როგორ ემუქრებოდა გიორგი გახარია საპარლამენტო ტრიბუნიდან „ნაციონალურ მოძრაობას“, მე თქვენ დაგამთავრებთო და შემდეგ მივედით იქამდე, სადამდეც მივედით, რომ ის და მისი პოლიტიკური ძალა პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფად იქცა, ეს უბრალოდ ტრაგიკული სანახაობაა“, - განაცხადა წულუკიანმა.
სენაკში 33-წევრიან საკრებულოში სხდომა ოპოზიციამ 16 დეპუტატით გახსნა.