ჩვენი გზავნილი პრეზიდენტის მიმართ იყო ის, რომ ჩვენ აქამდე იმიტომ მივედით და იმიტომ დაიწყო ეს პროცესი, რომ დღეს ვართ ბევრი მიმართულებით ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ სამომავლოდ დაგვჭირდება თემების განსაზღვრა, დღის წესრიგი ამ შეხვედრების და ასევე, კონკრეტული პასუხები კითხვებზე, სად მიგვიყვანს ეს პროცესი და რა იქნება ამ პროცესის საბოლოო პროდუქტი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
პრეზიდენტი ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, ქალ პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქალ წარმომადგენლებს შეხვდა.