logo_geo
eng_logo
ხათუნა სამნიძე: მივესალმები იმას, რომ პრეზიდენტი ხედავს ქალების როლს ეროვნული თანხმობის პროცესში
- +

10 თებერვალი. 2022. 20:53

 

 

ხათუნა სამნიძემ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ქალ პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქალ წარმომადგენლებთან შეხვედრა შეაფასა. „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი მიესალმება იმას, რომ პრეზიდენტი ეროვნული თანხმობის პროცესში ქალების როლს ხედავს.

„მიმდინარე საკითხებზეც ვისაუბრეთ და ჩავთვალეთ, რომ აუცილებელია, როცა წარსულზე ვლაპარაკობთ და გვინდა მომავალში არ იყოს საზოგადოება ასეთ დაპირისპირებული, დღეს მიმდინარე პროცესებსა და პრობლემებზე საფუძვლიანი მსჯელობაა საჭირო, რაზეც დაგვეთანხმნენ. მივესალმები ამას, რომ პრეზიდენტი ხედავს ქალების როლს ამ პროცესში. შემდეგ შეხვედრაზე არ იქნებიან მხოლოდ ქალები, იქნება უფრო კონკრეტული თემატიკის მიხედვით“, - განაცხადა სამნიძემ.

პრეზიდენტი ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, ქალ პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქალ წარმომადგენლებს შეხვდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner