logo_geo
eng_logo
პრეზიდენტი: მზად ვარ შეიქმნას ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც ეროვნული თანხმობის პროცესის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება
- +

10 თებერვალი. 2022. 21:11

 

 

მე, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, მზად ვარ შეიქმნას ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება: რა არის ის პუნქტები, რომელზეც ვთანხმდებით როგორც პრინციპებზე - რა აღარ გვინდა, რა არის ის მოთხოვნები, რაც გააჩნია საზოგადოებას, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„მე კი, ამ მოთხოვნებს პოლიტიკურ პარტიებამდე და პარლამენტში მივიტან და აქ ვიქნებით ერთად, არა მხოლოდ მთქმელი, არამედ ერთი მომთხოვნი ძალა. ამ პროცესზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩემზეა და ამას ვიღებ სრულიად. თუ რაღაც არ გამოვიდა, იქნება იმიტომ, რომ მე არ დავიწყე სწორად, ან რაღაც დავაკელი, თქვენ კი, ხართ ამ პროცესის თანაავტორები, რადგან ყველა თქვენი მოსაზრება, ყველა თქვენი ინიციატივა ძალიან საჭირო და აუცილებელია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

რეზიდენტი ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, ქალ პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქალ წარმომადგენლებს შეხვდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner